saqarTvelos mdinareebi - algeTi

ტერიტორიული ერთეულები თეთრი წყაროს და მარნეულის მუნიციპალიტეტები
სათავე თრიალეთის ქედი 41°44`15` ჩ. გ. 44°12`18` ა. გ.
შესართავი მტკვარი 41°23`01` ჩ. გ. 45°03`01` ა. გ.
სიგრძე 108 კმ
აუზის ფართობი 763 კმ²

 

მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, თეთრი წყარო და მარნეულის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 108 კმ, აუზის ფართობი 763 კმ². სათავე აქვს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კლდეკარის კლდეების მახლობლად (ზღვის დონიდან 1900 მ). ზემოწელში მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ღრმა, ტყიან, ხოლო სოფელ ტბისიდან - ვიწრო, კლდოვან ხეობაში, მარნეულთან კი გამოდის ვაკეზე მდინარე მტკვარს ერთვის მარჯვნიდან, სოფელ წესალოს მახლობლად. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წლიური ჩამონადენის დაახლოებით 45%-ს შეადგენს წვიმის, 25%-ს – თოვლის, 30%-ს მიწისქვეშა წყალი. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იცის, წლის სხვა დროს წყალმცირეა. ჩამონადენის მინიმუმი ოქტომბერშია. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის თითქმის 48,1% ზაფხულზე – 32,4%, ზამთარში – 11,6%, შემოდგომაზე – 7,9%.